მაიამის „მასტერზ1000“-ის ფინალში დამარცხების მიუხედავად, შოტლანდიელმა ენდი მარეიმ რეიტინგში მნიშვნელოვნად წაიწია წინ და სადღეისოდ მამაკაცთა კლასიფიკაციის საუკეთესოთა სამეულშია. დაწინაურდა იაპონელი კეი ნიშიკორიც, რომელიც მეოთხე საფეხურზეა.
მამაკაცთა მოწინავე ოცეულში დაბრუნდა ამერიკელი ჯონ იზნერი, ქალთა შორის კი გერმანელი საბინ ლისიცკი.
ამასობაში, ნოვაკ ჯოკოვიჩი რეიტინგსიის ლიდერობის ხანგრძლივობით (141 კვირა) რაფა ნადალს დაეწია. ამ მაჩვენებლით ნოვაკსა და რაფას მხოლოდ როჯერ ფედერერი (302 კვირა), პიტ სამპრასი (286), ივან ლენდლი (270), ჯიმი კონორსი (268) და ჯონ მაკინროი (170) უსწრებენ.
Emirates ATP Rankings
1 (1) ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) 13205
2 (2) როჯერ ფედერერი (შვეიცარია) 8895
3 (4) ენდი მარეი (დიდი ბრიტანეთი) 6060
4 (5) კეი ნიშიკორი (იაპონია) 5280
5 (3) რაფა ნადალი (ესპანეთი) 5255
6 (6) მილოშ რაონიჩი (კანადა) 5070
7 (7) დავიდ ფერერი (ესპანეთი) 4670
8 (9) ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი) 4510
9 (8) სტენ ვავრინკა (შვეიცარია) 4405
10 (10) მარინ ჩილიჩი (ხორვატია) 3360
11 (11) გრიგორ დიმიტროვი (ბულგარეთი) 3055
12 (12) ფელისიანო ლოპესი (ესპანეთი) 2380
13 (14) ჟილ სიმონი (საფრანგეთი) 2210
14 (13) ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი) 2135
15 (15) რობერტო ბაუტისტა-აგუტი (ესპანეთი) 1940
16 (17) კევინ ანდერსონი (სამხრეთ აფრიკა) 1915
17 (16) ერნესტს გულბისი (ლატვია) 1910
18 (19) გაელ მონფისი (ბელგია) 1750
19 (24) ჯონ იზნერი (აშშ) 1720
20(18) ტომი რობრედო (ესპანეთი) 1720
WTA Tour Singles Rankings
1 (1) სერენა უილიამსი (აშშ) 9982
2 (2) მარია შარაპოვა (რუსეთი) 7890
3 (3) სიმონა ხალეპი (რუმინეთი) 7571
4 (4) პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი) 6060
5 (5) კაროლინ ვოზნიაცკი (დანია) 4675
6 (6) ანა ივანოვიჩი (სერბეთი) 4200
7 (7) ეჟენი ბუშარი (კანადა) 4122
8 (9) ეკატერინა მაკაროვა (რუსეთი) 3420
9 (8) აგნეშკა რადვანსკა (პოლონეთი) 3385
10 (12) კარლა სუარეს ნავარო (ესპანეთი) 3340
11 (10) ანდრეა პეტკოვიჩი (გერმანია) 3235
12 (14) კაროლინა პლიშკოვა (ჩეხეთი) 2880
13 (11) ლუსი შაფარჟოვა (ჩეხეთი) 2870
14 (13) სარა ერანი (იტალია) 2735
15 (16) ვინუს უილიამსი (აშშ) 2591
16 (15) ანგელიკ კერბერი (გერმანია) 2500
17 (17) ელენა იანკოვიჩი (სერბეთი) 2420
18 (21) საბინ ლისიცკი (გერმანია) 2127
19 (19) გარბინ მუგურუსა (ესპანეთი) 2125
20 (18) მედისონ კიზი (აშშ) 2075