ჩოგბურთი

9:19 | 6.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

პენტაკამპეონი “ნოლე”

მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა, 27 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა მაიამის “მასტერზ1000”-ის ფინალში ენდი მარეის 7:6, 4:6, 6:0 სძლია და კარიერის განმავლობაში მეხუთედ მოიგო აშშ-ის ფლორიდის შტატის პრესტიჟული საჩოგბურთო შეჯიბრება. ჯოჯოვიჩი პირველია, რომელმაც 3 სეზონის განმავლობაში 2 ჩრდილოამერიკული “მასტერზ1000” (ინდიან უელსსა და მაიამიში) მოიგო.

სერბულ-შოტლანდიურმა ფინალმა 2 საათსა და 46 წუთს გასტანა. ნოვაკმა 5 ბრეიკი, 4 ეისი შეასრულა და ენდისთან პირადი შეხვედრების ანგარიში 18:8 გახადა.

ჯოკოვიჩმა თავისი 51 ტურნირი მოიგო (წლეულს მესამე) და მაიმის ტრიუმფის შედეგად 1000 სარეიტინგო ქულა და 900400 დოლარი დაიმსახურა.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ ჰარდსაფარიან კორტზე ჯოკოვიჩმა მიჯრით მეათედ მოახერხა მარეის დამარცხება.

0.114551