ფეხბურთი

0:18 | 6.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

გრიგალაშვილის გამარჯვების გოლი (+Video)

კვიპროსის პირველი დივიზიონის პირველ ექვსეულში მორიგი ტურის მატჩი გამართა უჩა ლობჟანიძის გუნდმა. “ომონიამ” სტუმრად 1:0 დაამარცხა “ერმისი.” გამარჯვებულთა ქართველმა მცველმა მატჩი სრულად ჩაატარა. სატურნირო ცხრილში “ომონია” 46 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება, ჩემპიონატის ლიდერ “აპოლონს” ექვსი ქულით ჩამორჩება, მეექვსე ადგილზე მყოფ “ერმისს” კი 8 ქულით უსწრებს.

კვიპროსის პირველი დივიზიონის მეორე ექვსეულში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. “დოქსამ” შინ 3:0 დაამარცხა “ნეა სალამისი,” რომლის შემადგენლობაში სრულად ითამაშა გიორგი პაპავამ. ქართველმა ნახევარმცველმა 78-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ტრავმის გამო “ნეა სალამინას” ვერ ეხმარება შოთა გრიგალაშვილი.

“ოთელოსმა” გასვლით მატჩში ელგუჯა გრიგალაშვილის ერთადერთი გოლით დაამარცხა ლიმასოლის “აელი.” ქართველმა მოთამაშემ გოლის გატანა 65-ე წუთზე მოახერხა. მატჩი სრულად ჩაატარა როინ კვასხვაძემ, ელგუჯა გრიგალაშვილი კი მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე შეცვალეს, სამი წუთით ადრე კი მსაჯმა ქართველ ფეხბურთელს ყვითელი ბარათი უჩვენა. "ოთელოსის" განაცხადში არ იმყოფებოდა ლევან ხმალაძე.

კვიპროსის პირველი დივიზიონის მეორე ექვსეულის სატურნირო ცხრილში “ნეა სალამინა” 26 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება, “ოთელოსი” კი 19 ქულით ბოლო ადგილზეა.

https://www.youtube.com/watch?v=UBlrnE1AwbQ

უკრაინის პრემიერლიგის მე-18 ტურში ლუგანსკის “ზარიამ” სტუმრად 2:1 დაამარცხა ლუცკის “ვოლინი.” მასპინძელთა შემაგდენლობაში სრულად ითამაშა სანდრო კობახიძემ. “ზარიას” სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა ჯაბა ლიპარტია, რომელიც 86-ე წუთზე შეცვალეს.

ზაპოროჟიეს “მეტალურგმა” შინ 2:1 დაამარცხა ლვოვის “კარპატი.” სტუმართა შემადგენლობაში სრულად ითამაშა 21 წლის ამბროსი ჩაჩუამ. ლვოველთა განაცხადში არ იმყოფებოდა ბუბა დაუშვილი. “კარპატი” უკრაინის პრემიერლიგაში 5 ქულით ბოლო ადგილზეა. უკრაინის 14 გუნდიან ჩემპიონატში “ზარია” 30 ქულით მე-4 ადგილზეა, “ვოლინი” კი 24 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.

0.104418