ფეხბურთი

18:36 | 5.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა: რონალდუს თამაშით ბედნიერი ვარ

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 29-ე ტურის მატჩში “რეალმა” შინ “გრანადა” 9:1 გაანადგურა. კრიშტიანუ რონალდომ 5 გოლი გაიტანა, ხოლო ქარიმ ბენზემამ დუბლი შეასრულა. მატჩის შემდეგ ბენზემამ თანაგუნდელის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

“რონალდუ არის ნამდვილი ფენომენი. რასაც კრიშტიანუ გუნდისთვის აკეთებს, შეუფასებელია. პორტუგალიელის თამაშით ბედნიერი ვარ. ის ამ წარამტებას იმსახურებს.”- ბენზემას სიტყვებს L’equipe ციტირებს.

რონალდუ ამ დროისთვის პრიმერადივიზიონის საუკეთესო ბომბარდირია - 36 გოლით, 32 გოლით მეორე ადგილს იკავებს ლეო მესი, რომლის “ბარსელონა” დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე ვიგოში “სელტას” დაუპირისპირდება.

0.131836