ფეხბურთი

15:46 | 5.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალმა” მიზანში კაბაი ამოიღო

ლონდონის “არსენალი” პსჟ-ს 29 წლის ფრანგი ნახევარმცველით იოან კაბაით დაინტერესდა. - ინფორმაციას Mirror ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ლონდონელები კაბაიში 10 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდას აპირებენ. პარიზულმა კლუბმა ნახევარმცველი 2014 წელს, “ნიუკასლიდან” 15 მილიონი გირვანქად იყიდა.

მიმდინარე სეზონის ყველა შეჯიბრებაში კაბაიმ 27 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ნახევარმცველი 2010 წლიდან საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ღირსებასაც იცავს.

0.114674