კალათბურთი

14:50 | 5.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ინდიანას პოლ ჯორჯი უბრუნდება (+VIDEO)

“ინდიანა პეისერსის” ლიდერი პოლ ჯორჯი კლუბს ამაღამ, “მაიამისთან” მატჩში დაუბრუნდება. კალათბურთელი ინფორმაციას სოციალური ქსელით ავრცელებს.

“ინდიანა” – “მაიამის” მატჩი 6 აპრილს, თბილისის დროით 02:00 საათზე დაიწყება. ჯორჯმა 2014 წლის ზაფხულში, ამერიკის ნაკრების ვარჯიშზე ფეხი მოიტეხა, რის შემდეგაც უკვე მეცხრე თვეა, არ უთამაშია.

წინა სეზონში პოლ ჯორჯმა 80 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ მატჩში 21.7 ქულას, 6.8 მოხსნას და 3.5 პასს აგროვებდა.

პოლ ჯორჯის ტრავმის კადრები:

https://www.youtube.com/watch?v=Bd3B2DsHQTg

0.115471