ფეხბურთი

14:26 | 5.04.2015 | ნანახია 1143 - ჯერ

“რეალი” ფალკაოს შეძენას ისევ შეეცდება

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” მზადაა, კოლუმბიის ეროვნული ნაკრებსა და “მანჩესტერ იუნაიტედში” მოთამაშე თავდამსხმელი რადამელ ფალკაო გადაიბიროს.

ესპანელები “მონაკოს” საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელის სანაცვლოდ 43.5 მილიონ ევროს იხდიან. ჯერჯერობით უცნობია მონაკოელების პოზიცია. ფეხბურთელისადმი ინტერესს არგენტინული “ბოკა ხუნიორსიც” იჩენს - სამხრეთამერიკელები მზად არიან, ფალკაოს სატრანსფერო უფლებები მოიპოვონ.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ფალკაომ 20 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:08 | 06.04.2015
ეშლი იანგი (6461)

სულ ჩაკვდა იმ ელ ტიგრეს მებრძოლი სტილი რომელიც მე და კიდე ბევრს ასე გვაწონებდა თავს...

16:07 | 05.04.2015
S.A.F. (2852)

ბოკაში არ წავა რივერის გული არასოდეს

15:40 | 05.04.2015
ika_juve (1742)

არ წავა ჯერ ეს ბოკაში, არენდით 1 წლით გაასწორებდა იუვეში, გამოსასყიდი 40მ და ყველა კმაყოფილი იქნება

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11682
სარეკლამო ადგილი - 99
X x X