ფეხბურთი

12:02 | 5.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ფენერბაჰჩეს” ავტობუსი დაცხრილეს

თურქეთის სუპერლიგის 26-ე ტურში “რიზესპორთან” 5:1 მოგებული მატჩის შემდეგ, “ფენერბაჰჩეს” ავტობუსს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

რიზედან ტრაბზონისკენ მიმავალ გზაზე, ავტობუსს უცნობმა საფანტის იარაღიდან ესროლა. შედეგად, მძიმედ დაიჭრა ავტობუსის მძღოლი და ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში.

ამ ინციდენტის შემდეგ, “ფენერბაჰჩეს” ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტანის წევრები ჯავშნიან ავტომობილში ჩასვეს და ასე მიიყვანეს ტრაბზონის აეროპორტამდე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112965