კალათბურთი

11:36 | 5.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილის ორმაგი დუბლი და გამარჯვება პლეი-ოფში

ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ჩემპვილმა” ლიბანის ჩემპიონატის მეოთხედფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო. ქართველი კალათბურთელის გუნდმა “მუტაჰედს” უმასპინძლა და 91:88 სძლია.

ცქიტიშვილმა შეუცვლელად ანუ 40 წუთს ითამაშა და მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა. ნიკოლოზმა 6-დან 3 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო და 20 ქულას 12 მოხსნა (6 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა. ქართველმა ფორვარდმა ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

“სკიტას” სარგებლიანობის კოეფიციენტი 29-ს გაუტოლდა და ასეთივე მაჩვენებელი ჰქონდა დეშუან სიმსს, რომელმაც 30 ქულა ჩააგდო.

“ჩემპვილი” მეოთხედფინალის მე-2 მატჩს უკვე სტუმრად 11 აპრილს ჩაატარებს.

0.115566