ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის მეორე სათამაშო დღემ მოსალოდნელი შედეგებით ჩაიარა. ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლმა “სევილიამ” შინ “ბილბაო” დაამარცხა, ხოლო მისმა კონკურენტმა მადრიდის “ატლეტიკომ” გასვლაზე ბოლო ადგილოსანი “კორდობა” დაჩაგრა.
დღის პირველი შეხვედრა “სანჩეს პისხუანზე” შედგა და თავიდანვე მასპინძელთა უპირატესობა იგრძნობოდა. თუმცა, გოლი ასე მალე არ გავიდოდა, რომ არა გორკა ირაისოსის უხეში შეცდომა. გამოცდილი მეკარე უდროოდ გამოვიდა კარიდან და ალექს ვიდალს გოლის გატანაში ძალიან დაეხმარა. მასპინძელებმა მეორეს გატანაც მალე მოახერხეს, ვისენტე იბორას გადაცემით კარლოს ბაკამ იხეირა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. დარჩენილ დროში ანგარიშის შეცვლა ორივე კლუბს შეეძლო, თუმცა მეტი გოლი აღარ გასულა – 2:0.
“სევილიას” მსგავსად, დებიუტში დაწინაურდა მადრიდის “ატლეტიკოც”. თავის გამოჩენა ანტუან გრიზმანმა მოახერხა, რომელმაც მიმდინარე ლა ლიგაში მე-15 გოლი გაიტანა. ტაიმის ბოლოს კი ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა საულ ნიგუეზმა მოახერხა მეორე გოლის გატანა. მასპინძელებმა უდიდესი მცდელობის მიუხედავად, ვერაფერი სახეირო ვერ გააკეთეთ და მე-10 მარცხი იწვნიეს – 0:2.
ანდალუსიურ კლუბს მეორე წრეში ქულა არ აუღია, 18 ქულით ბოლო ადგილზეა და სამშვიდობო ზონას რვა ქულით ჩამორჩება. “კორდობას” სეგუნდაში დაბრუნებისგან სასწაული თუ იხნის. რაც შეეხება “ატლეტიკოს”, მადრიდელები 62 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფებიან და “ვალენსიას” ორი ქულით უსწრებენ, რომელიც დღეს ეთამაშება “ვილიარეალს” და გამარჯვების შემთხვევაში “როხიბლანკოს” კვლავ მე-4 პოზიციაზე მოუწევს დაბრუნება. დიეგო სიმეონეს კრებული “სევილიას” ოთხი ქულით უსწრებს.
“ხუეგოს მედიტერანეოსზე” ლა ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი კლუბების ჯახი გაიმართა: “ალმერიამ” “ლევანტე” მიიღო და უშანსოდ განადგურდა. ჰეთ-თრიკით გამოირჩა დავიდ ბარალი, ხოლო ერთი გოლი ვიქტორ კასადედუსმა გაიტანა. მასპინძელთაგან პრესტიჟის გოლის გატანა ტომერ ჰემედმა მოახერხა პენალტის ნიშნულიდან - 1:4. “ლევანტე” გასავარდნი ზონიდან ამოძვრა, ხოლო “ალმერია” პირიქით უსუსტეს სამეულში აღმოჩნდა.
დღის ბოლო შეხვედრაში “მალაგამ” “ლა როსალედაზე” სან-სებასტიანის “რეალ სოსიედადი” მიიღო და მატჩის ბოლოს დაკარგა ორი ქულა. “მედუზები” 55-ე წუთზე რესიომ დააწინაურა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და 83-ე წუთზე რუბენ პარდომ ზუსტი დარტყმით კამენის დამწუხრება მოახერხა – 1:1.
სევილია – ბილბაო 2:0 (2:0)
სევილია, “სანჩეს პისხუანი”
სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, კარისო, პარეხა, კოკე, ტრემულინასი, კრიშოვიაკი, ბანეგა, იბორა (ფ.ნავარო 82), ვიდალი, ვიტოლო (დ.სუარესი 75), ბაკა (გამეირო 66).
მწვრთნელი: უნაი ემერი
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ეჩიტა, ლაპორტე, დე მარკოსი, ბალენსიაგა, ბენიატი, სან ხოსე, მ.რიკო (უ.ლოპესი 77), მუნიაინი (ირაოლა 43), უილიამსი, ადურისი (გ.ფერნანდესი 60).
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
გოლები: 1:0 ვიდალი (3), 2:0 ბაკა (21).
გაფრთხილებები: პარეხა, ვიტოლო, ბანეგა – ლაპორტე, გ.ფერნანდესი, ბენიატი
მსაჯი: ალვარეზ იზკუერდო
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 9(5)-14(2), ჯარიმა: 17-9, კუთხური: 6-7, თამაშგარე: 7-2, სეივი: 2-3
კორდობა – ატლეტიკო 0:2 (0:2)
კორდობა, “ნუევო არკანხელი”
კორდობა (4-2-3-1): ხ.კარლოსი, კრინი, კრესპო, ედიმარი, გუნინო, ზუკულინი (კარტაბია 46), აბელი, ბ.გარსია, ბებე, ფიდელი (ჰელდონი 64), ანდონე (გილასი 46).
მწვრთნელი: ხოსე ანტონიო რომერო
ატლეტიკო (4-2-3-1): ობლაკი, ხ.ხიმენესი, გოდინი, გამესი, ხუანფრანი, ტიაგო (მ.სუარესი 46), გაბი, გრიზმანი (თურანი 70), საული, კოკე, მანძუკიჩი (ფ.ტორესი 62).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
გოლები: 0:1 გრიზმანი (5), 0:2 საული (39).
გაფრთხილებები: ანდონე, გუნინო - ხუანფრანი
მსაჯი: ესტრადა ფერნანდესი
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 11(2)-8(4), ჯარიმა: 12-9, კუთხური: 3-7, თამაშგარე: 0-2, სეივი: 2-2
ალმერია – ლევანტე 1:4 (0:2)
ალმერია, “ხუეგოს მედიტერანეოსი”
ალმერია (4-2-3-1): ხულიანი, ტრახილიო, მ.დოს სანტოსი, დუბარბიერი, ხ.ნავარო (მენდეში 52), ვერზა (ფ.სორიანო 28), აზეზი, კორონა, ვ.სილვა, ბიფოუმა (ზონგო 76), ჰემედი.
მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი
ლევანტე (4-2-3-1): მარინიო, ხუანფრანი, ვინტრა, ივანი, ტონიო, ხოსე მარი (სისოკო 62), სიმაო, ივანშიცი, კასადედუსი, მორალესი (რ.გარსია 71), ბარალი (უჩე 86).
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი
გოლები: 0:1;0:3;1:4 ბარალი (17;53;75), 0:2 კასადედუსი (32), 1:3 ჰემედი (70 პენ.), 1:4 ბარალი (75).
გაფრთხილებები: მ.დოს სანტოსი, ვერზა, დუბარბიერი, ვ.სილვა, მენდეში – ტონიო, ხუანფრანი
გაძევება: დუბარბიერი 58.
მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი
ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 9(3)-15(5), ჯარიმა: 18-16, კუთხური: 7-8, თამაშგარე: 1-1, სეივი: 1-2
მალაგა – სოსიედადი 1:1 (0:0)
მალაგა, “ლა როსალედა”
მალაგა (4-2-3-1): კამენი, ს.სანჩესი, ველიგტონი, ბოკა, როსალესი, დარდერი, რესიო, სამუელი (ჰორტა 62), ხუანმი (დუდა 74), კასტილიეხო, ამრაბატი (გერა 90).
მწვრთნელი: ხავი გრასია
სოსიედადი (4-2-3-1): რული, ი.მარტინესი, ანსოტეგი, ზალდუა, ბერჩიჩი, ბერგარა, გრანერო (პარდო 66), პრიეტო, ჩ.კასტრო (ფინბოგასონი 77), კანალესი (ჰერვასი 66), აგირეჩე.
მწვრთნელი: დევიდ მოიესი
გოლები: 1:0 რესიო (55), 1:1 პარდო (83).
გაფრთხილებები: ს.სანჩესი, კასტილიეხო, ბოკა, ველიგტონი – ბერგარა, ი.მარტინესი, ანსოტეგი, პრიეტო, პარდო
მსაჯი: დელ სერო გრანდე
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 13(6)-9(3), ჯარიმა: 17-10, კუთხური: 12-3, თამაშგარე: 7-2, სეივი: 2-5