ჩოგბურთი

22:57 | 4.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

სერენას მორიგი ტრიუმფი

სერენა უილიამსმა მაიამის “მასტერზ1000” მერვედ მოიგო. ამასთან უილიამს-უმცროსმა ფლორიდის შტატში მეორედ მოახერხა შეჯიბრების მიჯრით სამჯერ მოგება. სერენამ ეს 2002-04 და 2013-15 წლებში მოახერხა. იგი 2007-09 წლებშიც ზედიზედ სამჯერ გავიდა მაიამის ტურნირის ფინალში, თუმცა, 2009-ში ტიტულის მოპოვება ვერ შეძლო.

დღეს კი რეიტინგსიის ლიდერმა ფინალში იოლად მოუგო კლასიფიკაციაში მეთორმეტე ადგილზე მყოფ ესპანელ კარლა სუარეს ნავაროს 6:2, 6:0 და წლეულს მეორე შეჯიბრების მთავარი პრიზი დაიმსახურა. ამასთან, სერენამ თავისი 66-ე ტურნირი მოიგო.

დღევანდელი ტრიუმფის შემდეგ სერენა უილიამსი ათას სარეიტინგო ქულას და 900400 დოლარს მიიღებს.

0.116475