ფეხბურთი

19:14 | 4.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

დავით კოხია “ვოივოდინას” ფეხბურთელია

21 წლის ქართველი ფეხბურთელი დავით კოხია სერბულ “ვოივოდინაში” ითამაშებს. მოთამაშემ მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი მოლდოვურ ბალტის “ზარიაში” გაატარა, სადაც ჩატარებულ 13 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

1993 წელს კოხია მოსკოვში დაიბადა, თამაშობდა კიევის “დინამოს” აკადემიაში, ასევე ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგას” დუბლშემადგენლობაში, გასული სეზონი კი საქართველოს პირველი ლიგის კლუბ “გაგრაში” გაატარა.

დავით კოხიას უთამაშია საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში კი ერთი მატჩი აქვს ჩატარებული. 2012 წელს ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა ხორვატიას უმასპინძლა, კოხია კი მინდორზე 71-ე წუთზე გამოჩნდა.

სერბეთის სუპერლიგაში “ვოივოდინა” 34 ქულით სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილზე იმყოფება და ევროტურნირებზე მოხვედრისთვის იბრძვის.

ქართველ ფეხბურთელთაგან “ვოივოდინაში” ასევე უთამაშიათ მიხეილ ხუციშვილსა და გიორგი მერებაშვილს.

0.115906