ჩოგბურთი

13:24 | 4.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

მესამედ, მაიამიში...

მაიამის “მასტერზ1000”-ის მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი მიმდინარე ტურნირის ფინალში ამერიკელი ჯონ იზნერის 7:6, 6:2 დამარცხების შემდეგ გავიდა და გადამწყვეტ მატჩში შოტლანდიელ ენდი მარეის შეხვდება. ჯოკოვიჩი და მარეი მაიამის შეჯიბრების ფინალში ერთმანეთს მესამედ შეხვდებიან. 2009 წელს ტურნირის მთავარი პრიზი მარეიმ მოიგო, 2012-ში კი ფინალური ორთაბრძოლა ჯოკოვიჩის გამარჯვებით დასრულდა.

“თანამედროვე ჩოგბურთში ჯონი მოწოდების ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. შევძელი მისი მოწოდების მიღება და ბურთის იზნერის მხარეს გადაგდება. სწორედ ეს იყო ჩემი მოგების საკვანძო მომენტი. მთელი მატჩის განმავლობაში დასახული ტაქტიკიდან არ გადამიხვევია და საკუთარი თამაშით კმაყოფილი ვარ”, - განაცხადა ჯოკოვიჩმა, რომელიც იზნერს პირად შეხვედრებში 6:2-ს უგებს.

0.117964