ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის ფინალში ისე გააღწია, სეტიც კი არ წაუგია.
მე-7 ნომრად განთესილმა ბოლქვაძე ნახევარფინალში მე-4 რეიტინგის მქონე რუს ეკატერინა იაშინას გადაეყარა და მხოლოდ 2 გეიმი დაუთმო – 6:0, 6:2.
ფინალში მარიამის მეტოქე მე-3 განთესვის მქონე მაკედონიელი ლინა გორჩესკა იქნება, რომელმაც ბულგარელი იულია ტერზისკა (მე-5) 6:2, 6:2 დაამარცხა.