ფეხბურთი

22:08 | 3.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

მუნტარი “მილანს” განუდგა

იტალიური “მილანის” განელი ნახევარმცველი სულეი მუნტარი, რომელსაც “როსონერისთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2016 წლის ზაფხულში ეწურება გუნდს ნაადრევად, 2015 წლის ივნისში დატოვებს. ამის შესახებ იტალიური მედია ვარაუდობს.

მუნტარი 4 აპრილს, იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში “პალერმოს” წინააღმდეგ მატჩისთვის განაცხადში ვერ მოხვდა, რაც თავად ფეხბურთელის სურვილით იყო განპირობებული.

ამის შესახებ აფრიკელი ფეხბურთელის აგენტმა ფედერიკო პასტორელომ განაცხადა.

“მუნტარიმ თავად მოითხოვა, რომ განაცხადში არ მოეხვედრებინათ, “მილანმაც” მისი სურვილი დააკმაყოფილა”, - განაცხადა პასტორელომ.

ახლა კი იტალიელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილში ლომბარდიული გრანდი მუნტარის გარეშე იასპარეზებს ზაფხულში კი ტრანსფერზე დააყენებს.

0.124736