უზბეკეთის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში ტაშკენტის “ფახთაქორმა” საკუთარ მოედანზე “ბუხარა” 3:1 დაამარცხა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა კახა მახარაძე. საქართველოს ნაკრების წევრი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა, მან აკბარ ისმატულაევი შეცვალა.
გამარჯვებულთაგან ჰეთ-თრიკი შეასრულა უზბეკეთის ეროვნული ნაკრების 21 წლის შემტევმა იგორ სერგეევმა, ერთადერთი საპასუხო გოლი კი აბიბულაევის ანგარიშზეა.
უკრაინის ჩემპიონატის მე-18 ტურში “ჰოვერლამ” სტუმრად 2:1 დაამარცხა დონეცკის “ოლიმპიკი”. დამარცხებულთა განაცხადში არ იმყოფებოდა 22 წლის ზაურ მახარაძე.
ამ ეტაპზე სატურნირო ცხრილში დონეცკის “ოლიმპიკი” 22 ქულით მე-8 ადგილს იკავებს.