უხვგოლიანი გამოდგა ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 22-ე ტური. უკვე დამთავრებულ შვიდ მატჩში 27 გოლი გავიდა. შესრულდა სამი დუბლი. ყველაზე მოულოდნელი შედეგი ქობულეთში დაფიქსირდა, სადაც ლიდერმა ბათუმის “დინამომ” “ტორპედოსთან” წააგო. აქამდე ზღვისპირელები 11 შეხვედრაში არ დამარცხებულიყვნენ. ქუთათურებმა კი ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვეს. მოიგო “სამტრედიამაც,” საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა ალექსანდრე იაშვილმა. “ცხინვალმა” ზუგდიდში წაგო. “სიონმა” და ”კოლხეთმა” კი მატჩი 10-10 ფეხბურთელით ჩაამთავრეს.
ზუგდიდი – ცხინვალი 3:2 (1:0)
1:0, 2:0 შოთა ლომია (8, 57), 2:1, 2:2 ბიძინა მახარობლიძე (73, 79), 3:2 დათა რიგვავა (86)
ჩიხურა (საჩხერე) – მერანი (მარტვილი) 2:0 (1:0)
1:0 ალექსანდრე ივანიშვილი (9), 2:0 ბესიკ დეკანოიძე (70)
სამტრედია – შუქურა (ქობულეთი) 4:1 (1:0)
1:0 თორნიკე გორგიაშვილი (4), 1:1 პაულო მარტინსი (56), 2:1 ალექსანდრე იაშვილი (57), 3:1 გრიგოლ დოლიძე (77), 4:1 თორნიკე კაპანაძე (87)
სიონი (ბოლნისი) – კოლხეთი (ფოთი) 1:2 (0:1)
0:1 ზურაბ თევზაძე (45), 0:2 ლუის ალბერტო (64)
გაძევება: დაჩი ცნობილაძე (66, სიონი), გურამ გურეშიძე (84, კოლხეთი)
გურია (ლანჩხუთი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 4:1 (3:1)
1:0 ვანო წილოსანი (15), 2:0 თორნიკე მოსიაშვილი (18), 2:1 ვანო კურდღელაშვილი (22), 3:1 თორნიკე მოსიაშვილი (40), 4:1 კობა შალამბერიძე (81)
ზესტაფონი – მეტალურგი (რუსთავი) 2:0 (0:0)
1:0, 2:0 ჯონი ჯერემია (46, 56)
დინამო (ბათუმი) – ტორპედო (ქუთაისი) 2:3 (1:0)
1:0 დიმიტრი ტატანაშვილი (8), 1:1 გურამ ადამაძე (57), 1:2 დავით კირკიტაძე (80), 1:3 ოთარ კვერნაძე (84), 2:3 თეიმურაზ შონია (88)
დინამო (თბილისი) – დილა (გორი)
თბილისი.”დინამო არენა.” 17:00
მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, დ. ჩიგოგიძე, ი. უკლება, ი. კვირიკაშვილი, დ. სანოძე, ბ. გლუშჩუკი (სათადარიგო)
პირველ წრეში: 0:0
მეგოლეები:
10 – ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია), ირაკლი მოდებაძე (დილა)
8 - დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), შოთა ლომია (ზუგდიდი)
7 – გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა),
6 – დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), გიორგი ილურიძე, ირაკლი სიხარულიძე (ორივე - ზესტაფონი), გიორგი ბერიაშვილი (დინამობათუმი), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია)
შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა
- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;