ფეხბურთი

15:42 | 3.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რომას” პერესის ყიდვა უნდა, პერესი სხვა შემოთავაზებებს ელის

იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა “ტორინოს” მარჯვენა მცველი ბრუნო პერესია, რომელიც ტურინულმა გუნდმა გასულ ზაფხულს ბრაზილიური “სანტოსიდან” 2.2 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. ბრუნო პერესი განსაკუთრებით მას შემდეგ მოხვდა ყურადღების ცენტრში, რაც ნოემბერში ტურინულ დერბიში, “იუვენტუსს” დაუვიწყარი სილამაზის გოლი გაუტანა.

ბრაზილიელი მოთამაშის აგენტის, ბერნარდო სილვას განცხადებით, მისი კლიენტი ზაფხულში ნავსაყუდელს შეიცვლის და ან იტალიურ, ანაც ევროპის რომელიმე გრანდში გადაბარგდება. ამის შესახებ სილვამ გამოცემა “ტუტოსპორტს” აუწყა.

“დიახ, ბრუნო პერესი ტურინს ივლისში დატოვებს და იტალიის ან ევროპის რომელიმე გრანდში გადავა.

“რომამ” უკვე შესთავაზა “ტორინოს” 8 მილიონი ევრო, მაგრამ ბრუნო კაიროს (“ტორინოს” პრეზიდენტი – ავტ) მისი გაყიდვა 13 მილიონზე ნაკლებად არ სურს”, - განცხადა ბერნარდო სილვამ.

25 წლის ბრუნო პერესმა მიმდინარე სეზონში “ტორინოს” მაისური 25 მატჩში მოირგო და 2 გოლიც გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127954