საკალათბურთო ევროლიგის ტოპ-16-ის მატჩში ერთმანეთს “ბარსელონა” და “რეალი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა კატალონიელთა გამარჯვებით 85:80 დასრულდა. “ბარსელონა” პირველ პერიოდში 17:25 დამარცხდა, თუმცა შემდგომ სამი პერიოდი დამაჯერებლად მოიგო.
ტოპ-16-ის E ჯგუფში “რეალი” 10 მოგებით და სამი მარცხით პირველ ადგილზე იმყოფება, მადრიდული კლუბის ტოლსწორი მოგება წაგების მაჩვენებელი აქვს “ბარსელონას”, რომელიც მეორე ადგილზე იმყოფება.
“ბარსელონა” – “რეალი” 85:80 (17:25, 24:16, 23:21, 21:18)
“ბარსელონა”: ჰეზონია (15 ქ.), ლამპე (12 ქ.), ოლესონი (12 ქ.), პლაისი (9 ქ.), ტომიჩი (8 ქ. 8 მ.), ნახბარი (6 ქ.), ნავარო (6 ქ.), აბრინესი (5 ქ.), სატორანსკი (5 ქ.)
“რეალი”: ფერნანდესი (20 ქ.), როდრიგესი (17 ქ.), აიონი (10 ქ.), ნოჩიონი (8 ქ.), რეიესი (8 ქ.), ლული (8 ქ.), სლოტერი (4 ქ.), მაჩიულისი (1 ქ.)
მატჩის საუკეთესო მომენტები:
https://www.youtube.com/watch?v=0ZLX9Ft3xPw