ესპანეთის რანგით მე-2 საკალათბურთო ლიგა ლებ-გოლდში ბექა ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტ კორუნა” ერთ-ერთ აუტსაიდერ “კოკინასს” დაუხვდა და 71:66 სძლია.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 21:46 წუთში 5 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა. ბექამ 4-დან 1 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
“ლეიმა ბასკეტ კორუნამ” 11 მოგება და 15 მოგება მოაგროვა და 15-გუნდიან ლიგაში მე-10 ადგილზე გადაინაცვლა. ბურჯანაძის კლუბს მომდევნო მატჩი 10 აპრილს ელის, როდესაც “მელილას” ესტუმრება.