ჩოგბურთი

23:49 | 2.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე 2 ტიტულისთვის იბრძვის

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს.

ერთეულთა შეჯიბრის მე-2 წრეში მე-7 ნომრად განთესილმა ბოლქვაძემ ბელგიელი ინდია მაგენი 6:1, 6:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გააღწია, სადაც პირველი რეიტინგის მქონე რუს მარგარიტა ლაზარევას გაეჯიბრება.

ბოლქვაძე უკვე ნახევარფინალშია გასული წყვილთა ტურნირში, სადაც იულია ბრიზგალოვასთან ერთად ირჯება.

ქართველმა და რუსმა ჩოგბურთელებმა მე-3 ნომრად მიჩნეულ ესპანურ-ხორვატულ დუეტს (ფერნანდეს რაბენერი-ლეკაი) 4:6, 6:4, 10:4 სძლიეს, ფინალსი გასასვლელად კი მე-2 რეიტინგის მქონე მაკედონიურ-ბულგარულ ტანდემს (გიორჩესკა-ტერზისკა) შეერკინებიან.

0.128671