ფეხბურთი

19:45 | 2.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნეგრედო: “სეზონი სამეულში უნდა დავასრულოთ”

“ვალენსიას” თავდამსხმელი ალვარო ნეგრედო კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ჟურნალისტს ესაუბრა და აღნიშნა, რომ “ლოს ჩემ” სეზონი აუცილებლად სამეულში უნდა დაასრულოს.

ამ მომენტისთვის “ვალენსია” ლა ლიგაში 60 ქულით მე-3 ადგილზეა და “ატლეტიკოს” ქულით უსწრებს, ხოლო “ბარსელონასა” და “რეალს” რვა და შესაბამისად, ოთხი ქულით ჩამორჩება.

“მესამე ადგილზე ვართ და მინიმუმ ამ პოზიციაზე უნდა დავასრულოთ სეზონი. ეს არის გუნდი, რომელიც ყველა შეხვედრაში სამი ქულისთვის იბრძვის.

ჩვენი შემდეგი მეტოქე “ვილიარეალია”, რომელიც ჩინებული გუნდია. რასაკვირველია, წინ ძალიან რთული შეხვედრა გველის, თუმცა გამარჯვება აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ” – აღნიშნა ალვარომ.

“ღამურების” ფორვარდმა თანაგუნდელ ხავი ფუეგოზეც ისაუბრა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

“ხავი შესანიშნავი თანაგუნდელია. ის მოედანზე უდიდეს სამუშაოს ასრულებს, რომელიც ზოგჯერ შეუმჩნეველი რჩება. ის ნამდვილად იმსახურებდა ხელშეკრულების გახანგრძლივებას”, - ციტირებს 29 წლის ფეხბურთელის სიტყვებს “ღამურების” ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ ნეგრედოს სატრანსფერო უფლებებს “მანჩესტერ სიტი” ფლობს და ის “ვალენსიაში” იჯარის წესით ასპარეზობს. მან “ლოს ჩეს” მაისურით 24 შეხვედრა ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5-ჯერ გუნდელებს გაატანინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131482