ტურინის “იუვენტუსის” დირექტორის პაველ ნედვედის განცხადებით “ბარსელონას” იტალიური კლუბის ფეხბურთელის პოლ პოგბას შეძენა სურს. ჩეხმა აღნიშნული განცხადება mundodeportivo-თან საუბარში გააკეთა.
“ჩვენ ვიცით “ბარსელონასა” და სხვა დიდ კლუბებს სურთ პოგბას დამატება, თუმცა ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს და მისი გაშვება არ გვსურს”, - აღნიშნა ნედვედმა.
პაველმა აღნიშნულ ინტერვიუში “ბარსელონას” ფეხბურთელ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.
“მესი საოცარი ფეხბურთელია. წლებია, რაც უმაღლეს დონეზე თამაშს ახერხებს, თუმცა შესაძლოა ამ მომენტში კარიერის საუკეთესო ეტაპზეა. მისი თამაშის ცქერა ძალიან სასიამოვნოა”, - აღნიშნა ნედვედმა.