მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაცია ფიფამ ამერიკელ სენატორებს უპასუხა, რომლებმაც მათ რუსეთის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის ჩამორთმევის სურვილით მიმართეს.
“ისტორიაში ყოფილა შემთხვევები სპორტული ღონისძიებების ბოიკოტისა, ასევე იზოლაციისა და კონფრონტაციის გამოყენების შემთხვევები. მაგრამ ეს არაა პრობლემის მოგვარების ეფექტური საშუალება. მსოფლიოს ჩემპიონატი შესაძლოა გახდეს მძლავრი იმპულსი ხალხისა და ქვეყნებს შორის კონსტრუქციული დიალოგის დასაწყებად. ეს დადებითად აისახება სოციალურ განვითარებაზეც. ადრე ჩვენ გავხდით მოწმენი იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი გახდა სიკეთის წყარო. ფიფას სწამს, ასეთი შეიძლება გახდეს რუსეთში გასამართი შეჯიბრება”, - განაცხადა ფიფას პრესმდივანმა დელიუ ფიშერმა.
ჯონ მაკეინმა და კიდევ 12-მა ამერიკელმა სენატორმა, ფიფას ოფიციალური წერილით მიმართა, რათა ამ ორგანიზაციამ რუსეთს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოართვას. როგორც ჩანს, მსოფლიო ფეხბურთის მმართველებს ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვა აქვთ.