ჩოგბურთი

11:50 | 2.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ნახევარფინალური წყვილი მარეიმ და ბერდიხმა შეადგინეს

აშშ-ის ფლორიდის შტატის მაიამის “მასტერზ1000”-ის მამაკაცთა ერთეულთა ტურნირის პირველი ნახევარფინალური წყვილი ბრიტანელმა ენდი მარეიმ და ჩეხმა ტომაშ ბერდიხმა შეადგინეს. მეოთხედფინალში მარეიმ ავსტრიელ დომინიკ ტიმს 3:6, 6:4, 6:1 მოუგო, ხოლო ბერდიხმა არგენტინელ ხუან მონაკოს 6:3, 6:4 სძლია.

რეიტინგსიის მეოთხე ნომერ მარეისა და ტიმის ორთაბრძოლა საათსა და 44 წუთს გაგრძელდა. 27 წლის შოტლანდიელმა 4 ბრეიკი, 6 ეისი შეასრულა და 21 წლის ავსტრიელთან პირადი შეხვედრების ანგარიში 2:0 გახადა.

მსოფლიო კლასიფიკაციის მეცხრე ნომერმა ბერდიხმა საათნახევარში გატეხა მონაკოს წინააღმდეგობა. საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში ბერდიხი მეშვიდედ შეხვდა მონაკოს და მეშვიდედაც მოახერხა მისი დამარცხება.

ბერდიხი წლეულს მეხუთე ნახევარფინალს ითამაშებს. ამ მხრივ ტომაში მიმდინარე სეზონის რეკორდსმენია. 4 ნახევარფინალიდან ბერდიხმა ორში იმარჯვა, თუმცა, 2015-ში ჯერჯერობით ტიტული არ მოუპოვებია.

0.116784