ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” შინ “ჩიკაგო ბულზი” 95:91 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ჯეისონ კიდის შეგირდებმა 25:17 მოიგეს. ბოლო წუთებზე “ჩიკაგომ” სამქულიანი სამჯერ ისროლა, მაგრამ ვერცერთი ვერ მოათავსა ზუსტად კალათში.
ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 29 წუთი დაჰყო. ქართველმა ცენტრმა გუნდს 4 ქულა და 10 მოხსნა შესძინა. ფაჩულიამ 6-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ზაზა საჯარიმო ხაზთან არ დამდგარა. ზაზამ მეორე პერიოდის ბოლო წამზე მეტოქის ფარზე ბურთი მოხსნა და 2-ქულიანი ჩააგდო.
ისიც უნდა ითქვას, რომ ფაჩულიამ 4 პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა.
მატჩში ყველაზე მეტი 25 ქულა “ჩიკაგოს” ლიდერმა ჯიმი ბატლერმა ჩააგდო. მილუოკელთა რიგებში 21 ქულით საუკეთესო კარტერ-უილიამსი გახლდათ.
“მილუოკი” 37 მოგებით და 38 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვე ადგილზეა და გუნდს ფაქტობრივად პლეი ოფში გასვლა განაღდებული აქვს.