კევინ დურანტმა მარჯვენა ფეხზე ოპერაცია გაიკეთა. კევინმა თავის “ინსტაგრამზე” სურათი გამოაქვეყნა და იქვე კომენტარი გააკეთა.
“არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ, ჩემს თავს ვებრძვი. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს”- განაცხადა დურანტმა.
დურანტმა სეზონის დაწყებამდე ტრავმა მიიღო, ოპერაცია გაიკეთა და პარკეტს დაუბრუნდა. თუმცა, “ოკლაჰომას” ლიდერს ტკივილები ისევ აწუხებდა და მეორე ოპერაციის გაკეთება გადაწყდა. ოპერაციის შემდგომ აღდგენით პროცესს 4 ან 6 თვე დასჭირდება.
კევინმა მიმდინარე სეზონში 27 მატჩი ჩაატარა, მისი მონაგარი საშუალოდ ერთ მატჩში 25.4 ქულა, 6.6 მოხსნა და 4.1 პასი გახლდათ.