ფეხბურთი

20:32 | 1.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნედვედი: “ბარსელონასთან” და “ბაიერნთან” შეხვედრა არ მინდოდა”

ტურინის “იუვენტუსის” დირექტორთა საბჭოს წევრი პაველ ნედვედი კმაყოფილია იმით, რომ მის გუნდს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, “ბაიერნი” ან “ბარსელონა” არ შეხვდა.

“ჩემპიონთა ლიგაზე შეიძლებოდა უფრო ძლიერი მეტოქე შეგვხვედროდა, მაგრამ “მონაკოს” დაუფასებლობაც არ შეიძლება. ამ გუნდის “არსენალთან” თამაში ვნახე და მან ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. “მონაკო” უფრო სახიფათო მეტოქის მოედანზეა, ვიდრე საკუთარზე. იმის იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ ყველაფერს ჩვენსავე მოედანზე დავასრულებთ.

ვინ არ მინდოდა შეგვხვედროდა? “ბარსელონა” და “ბაიერნი”. რაც უფრო დიდხანს არ შევხვდებით ამ გუნდებს, მით უკეთესი. საუბარი ევროპის ორ საუკეთესო გუნდზე გვაქვს. ისინი საფეხბურთო შესაძლებლობის მაქსიმუმს აჩვენებენ და შესანიშნავ შედეგებსაც აღწევენ.” – ციტირებს ნედვედის სიტყვებს Fოოტბალლ Iტალია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108149