ფეხბურთი

19:06 | 1.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

რუმენიგე: “ბლატერს FIFA-ს მიმართ კრიტიკა აღიზიანებს”

ევროპული კლუბების ასოციაციის ხელმძღვანელს, კარლ-ჰაინც რუმენიგეს მიაჩნია, რომ FIFA-ს საპრეზიდენტო არჩევნების მოგების მიზნით, ზეპ ბლატერი ორგანიზაციაში ცვლილებების განხორციელებას არ მოერიდება.

“ბლატერთან ურთიერთობის დროს გამიჩნდა განცდა, რომ მას FIFA-ს მიმართ წამოსული კრიტიკა აღიზიანებს. მეჩვენება, რომ ის მზადაა შეიცვალოს. ბალტერთან დაკავშირებით პესიმისტურად განწყობილი არ ვარ. არსებობს შანსი, რომ FIFA-ს საქმეები უკეთესობისკენ შეიცვალოს.” – განაცხადა რუმენიგემ.

FIFA-ს საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 29 მაისს გაიმართება და ბლატერს, თანამდებობის შესანარჩუნებლად, დიდი კონკურენციის დაძლევა მოუწევს. მისი მეტოქეები პრინცი ალი ბინ ალ ჰუსეინი, ლუიშ ფიგუ და მიხაელ ვან პრააგი იქნებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120244