“ვალენსიას” ნახევარმცველმა, ხავი ფუეგომ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. “ღამურებმა” ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს.
31 წლის საყრდენი ნახევარმცველის ხელშეკრულება მომდევნო სეზონის ბოლოს იწურებოდა. ახალი კონტრაქტი კი მას კლუბთან 2017 წლამდე დააკავშირებს.
ხავი ფუეგო “ვალენსიაში” 2013 წლის იანვარში გადავიდა. “ღამურების” მაისურით, ლა ლიგაში, მან 54 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. აქედან 26 თამაში და 1 გოლი მიმდინარე სეზონზე მოდის.