მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა მარცხენა მცველმა, ფაბიუ კოენტრაუმ “მანჩესტერ იუნაიტედში” მის შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.
“არ უარვყოფ, რომ “მანჩესტერში” თამაშით დაინტერესებული ვარ. ეს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია, რომელსაც დიდ პატივს ვცემ. ჩემთვის, “მანჩესტერში” თამაში დიდი პატივი იქნებოდა.” – განაცხადა კოენტრაუმ.
პორტუგალიელი ფეხბურთელი “რეალში” 2011 წლიდან თამაშობს. მადრიდულ გუნდში კარლო ანჩელოტის მისვლის შემდეგ მისი სათამაშო დრო შემცირდა. მიმდინარე სეზონში კოენტრაუ მოედანზე მხოლოდ 14-ჯერ გამოჩნდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
შოუს და როხოს ერთად აღებულს ჯობია ეგ,თუმც ბლინდი მართლა კაია და მიკვირს რად უნდა მანჩესტერს კოენტრაუ.მაგენს ცენტრალური და მარჯვენა მცველი უფრო ჭირდებათ
შოუს ყიდვა მოგინდებათ 2 წელში აგერ ნახავ
ესეც მარცხენა მცველი არაა??? შოუ-ბლინდი-როხო-კოენტრაო? სისულელეა დიდი