ჩოგბურთი

15:16 | 31.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა საფრანგეთში წყვილთა შეჯიბრებას გამოეთიშა

ფრანგულ კროისი-ბეაბურში მიმდინარე 50-ათასიანი ტურნირის წყვილთა გათამაშების საწყის რაუნდში სოფო შაფათავა და რუსი მარია მელნიკოვა ბრიტანელ ნაომი ბროადის და ჩეხ კრისტინა პლისკოვას გაეჯიბრნენ და 3:6, 6:4, 8:10 წააგეს.

იტალიურ სანტა მარგერიტა დი პულაში სტარტი აიღო 10-ათასიანმა ტურნირმა, რომელშიც ძალებს ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია სცდიან.

პირველ ნომრად განთესილი გორგოძე ესპანელ არიადნა მარტი რიემბაუს ეთამასება, ხოლო ქვაცაბაია – კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – ფრანგ ვინსიან რემის.

0.11654