AS-ის ინფორმაციით, ესპანეთის 21-წლამდე ნაკრების და “ვალენსიის” მარცხენაფლანგელმა ხოსე ლუის გაიამ “ღამურებთან” კონტრაქტის გახანგრძლივება იუარა.
თებერვალში “ღამურებმა” ახალგაზრდა ტალანტს ხელშეკრულების გახანგრძლივება 2021 შესთავაზეს, რომლის მიხედვითაც გაიას გამოსასყიდი თანხა ამჟამინდელი 18 მილიონი ევროდან 40 მილიონამდე გაიზრდებოდა. ფეხბურთელის ხელფასი კი - 250 000-დან 1.5 მილიონამდე.
აქვე ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზი ახალი გამოსასყიდი თანხაა, ფეხბურთელს არ უნდა მის სანაცვლოდ 30 მილიონზე მეტი გადაიხადონ. სხვა ცნობით კი მადრიდის “რეალი” მცველის მიმართ დიდ ინტერესს იჩენს და შესაძლოა ამ ფაქტმაც იქონია გავლენა კონტრაქტის არგახანგრძლივებაზე.
მიმდინარე სეზონში 19 წლის მცველმა “ვალენსიის” მთავარი გუნდის მაისურით პირველ სეზონს ატარებს. ესპანელის აქტივში 29 მატჩში 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. გაია მოედანზე საშუალოდ 86 წუთს ატარებს. ხოსეს სატრანსფერო ღირებულებამ სეზონის სტარტიდან დღემდე 12.5 მილიონი ევროთი გაიზარდა და 15 მილიონს შეადგენს.