ფეხბურთი

10:31 | 31.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მატას ესპანეთის ნაკრებში დაბრუნება სურს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა ხუან მატამ განაცხადა, რომ მისი მიზანი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებაა. ბოლოს “წითელი ეშმაკების” ფეხბურთელმა “ფურია როხას” მაისურით შეხვედრა ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა.

“იღბლიანი ვარ, რადგან ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები მოვიგე, ვითამაშე ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე და დღემდე მახსოვს ეროვნულ გუნდში გატარებული პირველი დღე. დარწმუნებული ვარ, კვლავ ფორმის პიკზე ვიქნები, რათა დავეხმარო “ფურია როხას”. ფორმაში შესასვლელად ვარჯიშებზე ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ ამავდროულად ვიცი, რომ ნაკრებში ფეხბურთელების გამოძახება მწვრთნელის პრეროგატივაა”, – განაცხადა ესპანელმა.

ხუან მატამ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 25 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. როგორც ჩანს ეს საკმარისი არაა ვისენტე დელ ბოსკესთვის, რათა ნახევარმცველი ესპანეთის ნაკრებში დააბრუნოს.

თეგებიხუან მატა
0.11094