ფეხბურთი

22:25 | 30.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგის მარტის სიმბოლური

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა ლა ლიგის მარტის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

თვის საუკეთესო გუნდში ყველაზე მეტი, ორ-ორი მოთამაშე “სოსიედადიდან”, “ბარსელონადან”, “სევილიადან” და “ბილბაოდან” არიან წარდგენილები.

სიმბოლურშია ლიონელ მესი, ხოლო კრიშტიანო რონალდუ თვის საუკეთესო მოთამაშეთა შორის არ ფიგურირებს.

მარტის საუკეთესო ესპანური გუნდი ასე გამოიყურება:

მეკარე:
ხერმან რული (“სოსიედადი”);
მცველები: ხერარდ პიკე (“ბარსელონა”), ნიკოლას ოტამენდი (“ვალენსია”), მარსელო (“რეალი”), ოსკარ დე მარკოსი (“ბილბაო”);
ნახევარმცველები: ვისენტე იბორა, ვიტოლო (ორივე “სევილია”), სერხიო კანალესი (“სოსიედადი”);
თავდამსხმელები: ალბერტო ბუენო (“რაიო ვალეკანო”), ლიონელ მესი (“ბარსელონა”), არიც ადურისი (“ბილბაო”).

თეგებილა ლიგა
0.112004