ფეხბურთი

17:35 | 30.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი მიტროვიჩს უმიზნებს

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ბრიუსელის “ანდერლეხტის” თავდამსხმელის ალექსანდრ მიტროვიჩის დამატებას გეგმავს – იუწყება ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Sun.

აღნიშნული წყაროს ცნობით, ლონდონელები ახალგაზრდა ფორვარდს მთელი სეზონის განმალობაში აკვირდებიან და მისი თამაშით მოხიბლულები არიან. ფრანგი სპეციალისტი გეგმავს, რომ სერბ ფეხბურთელში 10 მილიონი ფუნტი გაიღოს.

20 წლის მოთამაშემ მიმდინარე სეზონში ბელგიური გრანდის რიგებში 38 შეხვედრა ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 5-ჯერ გუნდელებს გაატანინა. მას “ანდერლეხტთან” მოქმედი ხელშეკრულება 2018 წლამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104531