ელენე გედევანიშვილი ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატის მოკლე პროგრამის შემდეგ მე-16 იყო, თავისუფალი პროგრამა კი უფრო სუსტად შეასრულა და საბოლოოდ, 22-ე შედეგი აჩვენა.
ჩინურ შანხაიში გამართული ტურნირის ფინალურ დღეს გედევანიშვილმა 80.14 ქულა მიიღო, რაც 22-ე მაჩვენებელი გახლდათ. ჯამში ქართველი გოგონას მონაგარი 132.25 ქულა იყო, ეს კი, ასევე 22-ე პოზიციას ეყო.
მსოფლიო ჩემპიონი რუსი ელიზავეტა ტუკტამიშევა გახდა 210.36 ქულით, ვერცხლის მედალი იაპონელ სატოკო მიაჰარას (193.60) ერგო, მესამეზე კი კიდევ ერთი რუსი ელენა რადიონოვა (191.47) გავიდა.