კალათბურთი

2:25 | 30.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილის ორმაგი დუბლი და გამარჯვება ლიდერთან

ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-2 ეტაპზე ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ჩემპვილმა” “საგესე” 114:113 დაამარცხა, რაშიც ქართველმა კალათბურთელმა დიდი წვლილი დაიდო.

B ჯგუფის ლიდერთან მატჩში ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 36 წუთი გაატარა და 27 ქულა, 14 მოხსნა (4 შეტევაში) და 2 პასი მოაგროვა.

ცქიტიშვილმა 12-დან 7 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

ნიკოლოზის სარგებლიანობის კოეფიციენტი 37 გახლდათ, რაც მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო, სტუმართაგან კი “სკიტას” ამერიკელმა ტერელ სტოგლინმა აჯობა. ამ უკანასკნელმა 40 წუთში 45 (!) ქულა ჩააგდო.

“ჩემპვილმა” 11 მარცხის წილ მე-9 გამარჯვება იზეიმა და B ჯგუფში მე-2 ადგილზე იმყოფება.

0.116301