ესპანეთის რანგით მე-2 ლიგა ლებ-გოლდში მოთამაშე ბექა ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტ კორუნამ” “პლანასასთან” გასვლითი მატჩი 67:85 დათმო, ქართველი კალათბურთელი კი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და 27 წუთში 16 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ბექამ 10-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.
“ლეიმა ბასკეტ კორუნას” 10 მოგების წილ 15 მარცხი მოუგროვდა და 15-გუნდიან ლიგაში მე-11 ადგილზე იმყოფება. ბურჯანაძის კლუბი მომდევნო მატჩს 5 აპრილს, შინ, “კოკინასთან” ჩაატარებს.