კატალონიური “ბარსელონას” ბელგიელი მცველი ტომას ვერმალენი უახლოეს პერიოდში მოედანზე გასვლას შეძლებს.
29 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ერთხელაც არ უთამაშია. შარშან ნოემბერში ფინელმა ექიმმა საკარი ორავამ ვერმალენს მუხლქვეშა მყესებზე ოპერაცია გაუკეთა და ის ამტკიცებს, რომ ტომასი თამაშს სანაკრებო შეხვედრებით ეროვნულ ჩემპიონატებში გამოცხადებული შესვენების დასრულების შემდეგ შეძლებს.
“ვერმალენი მოედანს ერთ, მაქსიმუმ ორ კვირაში დაუბრუნდება” – ამბობს ორავა.