კალათბურთი

1:32 | 28.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბერტანსი ევროპის ჩემპიონატსაც დააკლდება

“ლაბორალ კუჩაში” თორნიკე შენგელიას ლატვიელმა თანაგუნდელმა დავის ბერტანსმა მძიმე ტრავმა მიიღო და მიმდინარე სეზონში თამაშის ვეღარ შესძლებს.

ევროლიგის ტოპ-16-ის გასულ ტურში ბასკური კლუბი მილანში “ემპორიო არმანის” ეთამაშებოდა, როდესაც ბერტანსმა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მოედანი თანაგუნდელთა დახმარებით დატოვა.

როგორც გაირკვა, დავისს უახლოეს პერიოდში ოპერაცია ელის და თამაშს მინიმუმ 6 თვე ვერ განაახლებს, ეს კი, იმას ნიშნავს, რომ 2015 წლის ევროპის ჩემპიონატსაც დააკლდება.

“ლაბორალ კუჩამ” სწრაფად მოქმედება გადაწყვიტა და წინადადებით რიგის ვეფ-ის ფორვარდ იანის ტიმას მიმართა, თუმცა, კიდევ ერთმა ლატვიელმა კალათბურთელმა ესპანური კლუბში გადასვლაზე უარი განაცხადა.

0.114022