ფეხბურთი

18:19 | 27.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

კავანი, ვერატი და 20 მილიონი პოგბას სანაცვლოდ  

ფრანგულმა პსჟ-მ ტურინის “იუვენტუსს” ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას ტრანსფერის სანაცვლოდ კავანი, ვერატი და 20 მილიონი ევრო შესთავაზა. აღნიშნულ ინფორმაციას Sport Mediaset-ი ავრცელებს. პარიზული კლუბი კავანის 50 მილიონად, ხოლო ვერატის 30 მილიონ ევროდ აფასებს.

წყაროს ცნობით, “იუვენტუსის” გენერალურ დირექტორს ბეპე მაროტას დიდი ხანია ედისონ კავანის გადაბირება სურს, მაგრამ თუ კავანი ტურინულ კლუბში აღმოჩნდება, ურუგვაელი 40 პროცენტით ნაკლებ ხელფასს მიიღებს. აღნიშნულ ტრანსფერთან დაკავშირებით ჯერჯერობით სხვა დეტალები არ არის ცნობილი.

პარიზელთა გარდა, პოგბას შეძენას “რეალი” და “ბარსელონა” გეგმავენ.

0.116738