ფეხბურთი

13:17 | 27.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრებს პასკუალი გამოაკლდა

იტალიის ეროვნული ნაკრების და ფლორენციის “ფიორენტინას” მარცხენაფლანგელი მანუელ პასკუალი “სკუადრა აძურას” ვარჯიშს ტრავმირებული ეწვია. 33 წლის ფეხბურთელს ნეკნის დაზიანება აღენიშნება და მისი თამაში ბულგარეთის წინააღმდეგ ევროშესარჩევ მატჩში საეჭვოა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, პასკუალის ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში ადგილს “მილანის” ფეხბურთელი ლუკა ანტონელი დაიკავებს.

იტალიის ეროვნული ნაკრები 28 მარტს ევრო-2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს ბულგარეთთან სტუმრად გამართავს, ხოლო 31 მარტს შინ ინგლისის გუნდს მიიღებს.

0.125469