ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ჩემპვილი” აუტსაიდერ “ჰოოპს” დაუხვდა და მოულოდნელი მარცხი განიცადა – 78:88. საინტერესოა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები 28 (!) ქულის სხვაობით აგებდნენ და მხოლოდ ანგარიშის შელამაზებაღა მოახერხეს.
ცქიტიშვილის სასტარტო ხუთეულში იყო და 25 წუთში 8 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. ნიკოლოზმა 4-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
“ჩემპვილს” 8 მოგება და 11 მარცხი მოუგროვდა და B ჯგუფში მე-2 ადგილზე რჩება. ქართველი ფორვარდის კლუბი მომდევნო შეხვედრას 29 მარტს ჯგუფის ლიდერ “საგესესთან” გამართავს.