ფეხბურთი

12:27 | 26.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ფლამენგო” ძლიერდება

იტალიური “მილანის” კოლუმბიელი მცველი პაბლო არმერო, რომელიც “უდინეზეს” საკუთრებაშია, დიდი ალბათობით კარიერას ბრაზილიურ “ფლამენგოში” გააგრძელებს. ამის შესახებ ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “გაძეტა დელო სპორტი” იუწყება.

ბრაზილიაში თამაშის სურვილს თავად ფეხბურთელიც გამოთქვამს. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიაში სატრანფერო ფანჯარა 16 აპრილამდეა გახსნილი და არმეროს რიოში გადაბარგებასაც აღნიშნულ თარიღამდე ელიან. კოლუმბიელი “ფლამენგოში” 2015 წლის დეკემბრამდე იჯარის წესით ითამაშებს.

28 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში “მილანში” 8 თამაში ითამაშა, თუმცა გოლი არ გაუტანია. აღსანიშნავია, რომ მას ბრაზილიაში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. ევროპაში წამოსვლამდე იგი წარმატებით “პალმეირასის” ღირსებას იცავდა.

0.11566