ინგლისური “საუთჰემპტონის” მეკარისთვის, ფრეიზერ ფორსტერისთვის მიმდინარე სეზონი დასრულდა. ამ ინფორმაციას Daily Echo ავრცელებს.
ფორსტერმა ტრავმა “ბარნლისთან” გასულ უქმეებზე გამართულ შეხვედრაში მიიღო. დღეს, მან მუხლქვედა მყესზე ოპერაცია გაიკეთა.
ინგლისელი ჟურნალისტების ცნობით, იმ ტრავმის მკურნალობას, რომელიც ფორსტერს აწუხებს, 9-12 თვე ჭირდება. ეს ნიშნავს, რომ 27 წლის მეკარე მიმდინარე სეზონში ნამდვილად ვეღარ ითამაშებს და მას, დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონის სტარტიც გაუცდება.
ფრეიზერ ფორსტერი “საუთჰემტონის” ნომერ პირველი მეკარეა. მიმდინარე სეზონში, პრემიერლიგაში, მან ყველა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო.