ნემანია ვიდიჩი მილანის “ინტერს” არ დატოვებს. ამ საკითხზე ფეხბურთელის აგენტი სილვანო მარტინა La Gazzetta dello Sport-ს ესაუბრა. აგენტის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია სერბის “მანჩესტერში” დაბრუნების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
“ვფიქრობ ვიდიჩი “ინტერში” დარჩება. ფეხბურთელსა და კლუბს შორის არსებული კონტრაქტის ვადა 2017 წლის ივნისში იწურება. ასე რომ, ნემანიას კონტრაქტის მიხედვით კიდევ ორი სეზონი დარჩა სათამაშო” – აღნიშნა მარტინამ.
“მსურს საიდუმლო გამოვააშკარავო. გასული სეზონის შემდეგ ვიდიჩმა გააკეთა არჩევანი და კარიერა “ინტერში” განაგრძო. ამ პერიოდში “მანჩესტერ იუნაიტედის” მხრიდან მივიღეთ შემოთავაზება, რაც ვიდიჩის ინგლისურ კლუბში დარჩენას დეკემბრის თვემდე ითვალისწინებდა” – დაასრულა ნემანია ვიდიჩის აგენტმა.
ნემანია ვიდიჩმა მიმდინარე სეზონში სერია ა-ში 16 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. “ინტერს” სერია ა-ს უკანასკნელ ოთხ შეხვედრაში გამარჯვება არ მოუპოვებია, სატურნირო ცხრილში კი 37 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.