ფეხბურთი

20:19 | 25.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

იოზილი “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლას აპირებს

ლონდონის “არსენალისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი მესუთ იოზილი მიიჩნევს, რომ მას “ოქროს ბურთის” მოგება ხელეწიფება.

“თუ პროგრესს განვაგრძობ და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ შემაწუხებს, კარგი იქნება, თუ უახლოეს რამდენიმე წელიწადში “ოქროს ბურთს” მივიღებ. დარწმუნებული ვარ, ეს შესაძლებელია.

საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ. მსოფლიოს ჩემპიონი ვარ და ინგლისის ერთ_ერთ საუკეთესო გუნდში ვთამაშობ.” – განაცხადა მესუთ იოზილმა, რომელიც 29 მარტს თბილისში ითამაშებს.

0.115714