მილანის “ინტერი” “მარსელის” 25 წლის განელი შემტევით, ანდრე აიუთი დაინტერესდა, აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, რამდენიმე დღეში აიუს მამა იტალიაში ჩაფრინდება და კლუბის მესვეურებისგან კონკრეტულ შეთავაზებას მიიღებს.
მიმდინარე სეზონში ანდრემ 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. შემტევი “მარსელის” ღირსებას 2007-წლიდან იცავს, სადაც 148 მატჩი ჩაატარა და 41 გოლი გაიტანა. ასევე 2007-წლიდან აიუ განის ეროვნული ნაკრების წევრია.