“მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი კრის სმოლინგი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ლონდონის “არსენალის” მთავარი სატრანსფერო მიზანია. ამის შესახებ გამოცემა The Telegraph-ი იუწყება.
ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი მზადაა 25 წლის ფეხბურთელში, რომელსაც მანჩესტერელებთან კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულში ეწურება, 12 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს. ჯერჯერობით “იუნაიტედს” სმოლინგისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება არ შეუთავაზებია.
2010 წელს “არსენალმა” სმოლინგის სანაცვლოდ “ფულემს” 10 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზა, მაგრამ მაშინ მცველმა “მანჩესტერ იუნაიტედი” აირჩია.